2011-05-06

თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს დოქტორნატთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს.
გთხოვთ მოხსენების თეზისები გამოგვიგზავნოთ არა უგვიანეს 12 მაისისა. თეზისების გაფორმების წესი: ტექსტის მოცულობა 300–500 სიტყვა. შრიფტის ზომა – 12, ფონტი – AcadNusx. მიუთითეთ სახელი, გვარი, მიმართულება, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.

მომხსენეებლთა თეზისები რეცენზირდება. რეცენზიების პასუხს გაცნობებთ 15 მაისამდე.
კონფერენცია გაიმართება 17 – 21 მაისს.

საკონტაქტო პირი: ამირან ბერძენიშვილი
amiran.berdzenishvili@tsu.ge
aberdzenishvili@yahoo.com
ტელ.: 899 36 58 45
სამსახური: 23 00 53

Print

« იხ. ყველა სიახლე