2015-04-20

კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ცხადდება კონკურსი

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში  სტიპენდიის მოსაპოვებლად



კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს  არანაკლებ 30 კრედიტისა, ხოლო ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე – არანაკლებ 27კრედიტისა.

საბუთების მიღება წარმოებს 21 აპრილიდან 27 აპრილის 17.00  საათამდე  შესაბამის მიმართულებათა სამდივნოებში:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – IV კორპ. ოთახი №306,
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 08 19

საერთაშორისო ურთიერთობები – IV კორპ. ოთახი №201,
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: 2 29 03 66

საზოგადოებრივი გეოგრაფია – IV კორპ. ოთახი №211,
მაია ჟღენტი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)

პოლიტიკის მეცნიერება – IV კორპ. ოთახი №301,
ნათია დათიაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 010(2540

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – VI კორპ. ოთახი №206  ნინო ქუფარაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(234)


ფაკულტეტის ადმინისტრაცია


შენიშვნა: წინა სემესტრის პერიოდში იგულისხმება ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან (22 აგვისტოდან) მომდევნო სემესტრის დაწყებამდე (2 მარტამდე) პერიოდი.



                                                         

Print

« იხ. ყველა სიახლე