2015-09-04

"ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის" მეორე ნომერი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეორე ნომრისთვის. დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ინსტრუქცია ავტორებისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ–გვერდზე http://jyr.tsu.ge.

სტატიები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. სტატიის გამოგზავნის შემდეგ გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას: სტატია მიღებულია შემოწმებისთვის

დაგვიანებით შემოსული სტატიები ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებისათვის არ განიხილება. სტატია გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: jyr@tsu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: „სტატია გამოქვეყნებისათვის“.

სარედაქციო კოლეგია
Print

« იხ. ყველა სიახლე