2014-10-16

ინფორმაცია ალბერტას უნივერსიტეტში (კანადა) სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!


ინფორმაცია ალბერტას უნივერსიტეტში (კანადა) სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

20 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) სტუდენტური პროგრამების მენეჯერი, ბატონი დენ ფრედრიკი ეწვევა. იგი თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს მიაწვდის ინფორმაციას ალბერტას უნივერსიტეტში არსებული 200-მდე საბაკალავრო და 170-მდე სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევითი პროგრამის შესახებ.

ალბერტას უნივერსიტეტი მსოფლიოს რეიტინგული უნივერსიტეტების ასეულში შედის. 2015 წლიდან ის საქართველოს მთავრობასთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი პარტნიორი გახდება. შესაბამისად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებს, დაფინანსების მიღების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა ალბერტას უნივერსიტეტში განაგრძონ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიგორია #115 (მელიქიშვილის სახელობის)
Print

« იხ. ყველა სიახლე