2014-11-18

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტსა და სალერნოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იტალიურმა უნივერისიტეტმა 2014/15 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გამოყო სტიპენდია თსუ-ს ბაკალავრიატის მე-2, მე-3   და მაგისტრატურის  1 კურსისი სტუდედენტებისთვის.

შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის ცოდნა!

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  :

  • CV   (ქართულ და იტალიურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 5 ეგზემპლარად)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე,დეკანის ბეჭდით დამოწმებული)
  • რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • პასპორტის ასლი
მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს: 

  • უფასო სწავლა
  • ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
  • კვებითი ბარათი

საბუთების მიღების ბოლო ვადა:2014 წლის 25 ნოემბერი 16 საათი

დამატებითი ინფრორმაციის მისაღებად და დოკუმენტების ჩასაბარებლად მიმართეთ  ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში

(თსუ-ს პირველი კორპუსი, 121-ე ოთახი)

Print

« იხ. ყველა სიახლე