2019-07-01

დოქტორანტთა საყურადღებოდ!

2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იწყება დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სემინარების შემოწმება პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge

დოქტორანტებს მოეთხოვებათ ნაშრომების ატვირთვა როგორც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე, ისე  ელექტრონული სწავლების პორტალზე (ბმულები იხილეთ ქვემოთ↓) 2019 წლის 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით მისი სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.

დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სემინარების პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.

გისურვებთ წარმატებას!


ფაკულტეტის ვებგვერდზე ატვირთვის ბმულები:

სამეცნიერო - კვლევითი პროექტი

სადოქტორო სემინარი

ელექტრონული სწავლების პორტალზე ატვირთვის ბმული: 
http://e-learning.tsu.ge/ (მიჰყევით თანდართული საპრეზენტაციო ფაილის ინსტრუქციას)

 


Print

« იხ. ყველა სიახლე