ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-21

ლოდზის უნივერსიტეტის სტიპენდიები 2015/2016 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ლოდზის უნივერსიტეტის სტიპენდიები 2015/2016 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ლოდზის უნივერსიტეტი(პოლონეთი http://iso.uni.lodz.pl/) აცხადებს სტიპენდიებს თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II, III და მაგისტრატურის I სასწავლო წლის სტუდენტებისათვის.სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:


v
CV (ინგლისურ ენებზე)

v მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე )

v აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)

v რეკომენდაცია ( ინგლისურ ენაზე)

v ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ

v პასპორტის ასლი

v ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (მათ შორის მიიღება თსუ-ს მიერ 2013 წელს ჩატარებული ტესტირების დამადასტურებელი ცნობა, რეიტინგით 81).

მიმღები უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:

v უფასო სწავლა
v ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში (100 €)

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 27 მაისი 18 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12).

შემოთავაზებული სასწავრო პროგრამები ჩამონათვალი იხილეთ აქ

Print

« იხ. ყველა სიახლე