2013-12-02

არჩილ ჯორჯაძის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია (*განახლებული)

2013 წლის 17–18 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება გამოჩენილი ქართველი სოციოლოგის, პოლიტიკოსისა და პუბლიცისტის, არჩილ ჯორჯაძის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველებმა

1. ა. წ. 5 დეკემბრამდე  გაფართოებული თეზისები (1,5-2 გვ.) მოგვაწოდეთ ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge

2. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა მოიტანეთ თსუ VI კორპუსში, მეოთხე სართულზე, 401-ე ოთახში ან დასკანერებული ვერსია გამოაგზავნეთ თეზისებთან ერთად ( მიიღება მხოლოდ ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ფორმები).

3. სრული სტატიები (დაახლოებით 10 გვერდი)   გამოაგზავნეთ ასევე ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge ა. წ. 13 დეკემბრამდე (სტატია, რომელსაც დართული არ ექნება ბიბლიოგრაფია, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან).

თეზისების მიღების და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 დეკემბერი.

სრული სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 13 დეკემბერი.

სტატიები აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen -ში, 11 ზომის შრიფტით, 1,5 ხაზებს შორის ინტერვალით, ფორმატი - Microsoft Office Word , გვერდის მინდვრები - ზედა - 2,5 სმ; ქვედა - 2,5 სმ; მარჯვენა - 2,5 სმ; მარცხენა - 3 სმ, სტატიის გვერდები დანომრილი უნდა იყოს მარჯვენა ქვედა კუთხეში.

Print

« იხ. ყველა სიახლე