2014-10-17

ტარტუს უნივერსიტეტის ევროპული კოლეჯის სტიპენდიები თსუ პირველი სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის


ტარტუს უნივერსიტეტის ევროპული კოლეჯის სტიპენდიები თსუ პირველი სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ერთსემესტრიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად ტარტუს უნივერსიტეტის ევროპულ კოლეჯში (ესტონეთი) თსუ მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტარტუს უნივერსიტეტის ევროპუს კოლეჯთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის გამოყო ხუთი სტიპენდია 2015 წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტიპენდიები გაიცემა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის განვითარების პროექტის ,, ტარტუს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და მმართველობის‘’ ფარგლებში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფარავს:
  • ყოველთვიურ სტიპენდიას 368 ევროს ოდენობით;
  • სწავლის გადასახადს 1600 ევროს ოდენობით.

თსუ-ს ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს:
  • თბილისის-ტარტუ-თბილისის მგზავრობის საფასურის ანაზღაურებას მაქსიმუმ 350 ევროს ოდენობით.

განაცხადის მიღების პროცედურა:
სტიპენდიები გაიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთა ძირითადი სპეციალობაა:
  • პოლიტიკური მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ევროპათმცოდნეობა;
  • რუსეთმცოდნეობა;
  • ეკონომიკა;
  • სამართალი.

განაცხადის გასაკეთებლად უნდა დარეგისტრირდეთ, შეავსოთ თქვენი სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია (pdf. ფაილში) ონლაინ რეჟიმში შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: (http://dfronline.tsu.edu.ge/? lang=en&uni=tartu)
  • CV ინგლისურ ენაზე (Euro pass-ის ფორმატით);
  • სამოტივაციო წერილი ხელმოწერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • ბაკალავრიატის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;
  • საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
(ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ ატვირთოთ ძალაში მყოფი TOEFL (minimum score of 76 IBT) ან IELTS (minimum score of 6)-ის სერთიფიკატები, ან მობრძანდეთ თსუ-ს ენათა ცენტრისა და საგამოცდო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის ტესტის შიდა გამოცდაზე).კანდიდატებმა, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის B2 დონის წერითი ტესტი.(სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითეთ რომ გსურთ დაწეროთ ინსტიტუციური ტესტი ინგლისურ ენაში და ასატვირთ ფაილებში ატვირთეთ განცხადება ტესტის წერის მოთხოვნით).

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2014 წლის 31 ოქტომბერი, 18 საათი.

სწავლა და ცხოვრება ტარტუში
გაზაფხულის სემესტრი ტარტუში იწყება 09.02.2015 და მთავრდება 28.06.2015 (ლექციები მთავრდება მაისში). სტუდენტებს მოეთხოვებათ დააგროვონ მინიმუმ 20 EAP სემესტრის განმავლობაში, აქედან 15 ECTS უნდა დაგროვდეს ტარტუს უნივერსიტეტის ევროკოლეჯში.
სტუდენტებს, რომლებიც სტიპენდიას მიიღებენ, შეეძლებათ განაცხადი გააკეთონ ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში (თვიური გადასახადია დაახლოებით 100 ევრო).

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
ევროპის კოლეჯში სწავლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: Ms Laura Roop, laura.roop@ut.ee; ან ქ-ნ ლელა კაცაძეს თსუ-ში (lela.katsadze@tsu.ge).

შენიშვნა:რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი თსუ ელ.ფოსტის მისამართით! (emailname@sps.tsu.edu.ge,emailname@hum.tsu.edu.ge, emailname@humfac.tsu.edu.ge, emailname@law.tsu.edu.ge, emailname@eab.tsu.edu.ge ).
თსუ ელ.ფოსტის მისამართთან ან პაროლთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
Print

« იხ. ყველა სიახლე