ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-02

კონკურსი საფაკულტეტო სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის განსახორციელებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო 2015 წლის 29 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით აცხადებს

კონკურსს

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N22/04 (30.12.2014) ბრძანების საფუძველზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს განხორციელდეს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა.

  2. სამეცნიერო - კვლევითი პროექტების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის ძირითად სასწავლო მიმართულებებს.

  3. მიზნობრივი სამეცნიერო -კვლევითი პროგრამის ფარგლებში კონკრეტული სამეცნიერო პროექტის დაფინანსება მოხდეს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობები და ჩატარების წესი დამტკიცებულია ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 29 იანვრის სხდომაზე. ერთი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 20. 000 ლარს.

  4. თითოეულ პროექტში სავალდებულოა ფაკულტეტის არანაკლებ 2 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის ჩართულობა, მათ შორის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტისთვის აუცილებელია არანაკლებ 150 კრედიტისა და 3.0 GPA -ის რეიტინგი.

  5. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებები ბეჭდური და ელექტრონული (ჩაწერილი CD- ზე)  ფორმით, მიიღება 2015 წლის 3 თებერვლიდან 2 მარტის 17.00 საათამდე ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ, VI კორპუსი, ოთახი #203ა).

  6. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციებს ჩაატარებს ყოველი კვირის ხუთშაბათს, 14.00 – 18.00 სთ. (თსუ, VI კორპუსი, ოთახი #406).

  7. საპროექტო წინადადების ელექტრონული ვერსია და შესავსები ფორმები იხილეთ ფაკულტეტის ვებ გვერდზე: http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/social/ ხოლო ბიუჯეტის ფორმა იხილეთ: social/budget

  8. დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიასა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს ბრძანებისა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო

 

Print

« იხ. ყველა სიახლე