2013-04-05

ფსიქოლოგიის მიმართულების მე-3 - მე-8 სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ფაკულტეტის ადმინისტრაცია ახორციელებს ფსიქოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის მე-3 - მე-8 სემესტრის სტუდენტებიდან მასარიკის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გაცვლით შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა, კონკურსის გზით, შერჩევას.

სასურველია კონკურსანტი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები (განცხადებას უნდა დაერთოს საზღვარგარეთის პასპორტის ასლი), უნდა წარმოადგინონ ფაკულტეტის კანცელარიაში ( თსუ VI კორპუსი, ოთახი N202, ი. ჭავჭავაძის გამზირი № 8 ) განცხადებების მიღება იწარმოებს 2013 წლის 5 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და 8 აპრილს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე დგინდება კონკურსანტთა რეიტინგი აკადემიური მოსწრების მიხედვით და შეირჩევა საუკეთესო GPA-ს მქონე არაუმეტეს 25 სტუდენტი. რეიტინგების დადგენის დროს თუ ორ , ან მეტ სტუდენტს აქვს თანაბარი GPA , ამ სტუდენტებს შორის რეიტინგი დადგინდება წინა სასწავლო სემესტრებში გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით .

პირველ ეტაპზე გასული 25 სტუდენტი, კონკურსის მე-2 ეტაპზე გაივლის ინგლისური ენის ტესტირებას თსუ-ს საგამოცდო ცენტრში.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 12 სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:

- საერთაშორისო გაცვლითი შეხვედრა გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში;

- პროგრამა მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს, სემინარებს, ფსიქოლოგიურ თამაშებს;

- სახოვრებლის, კვების და 70% ოდენობით მგზავრობის ხარჯებს დაფარავს გრანტი;

- არ არის მონაწილეობის საფასური.

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე