2015-07-10

ჟურნალის შესახებ


„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახლმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები წარუდგინონ  აკადემიურ საზოგადოებას. 
გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია გაივლის შემოწმების რამდენიმე საფეხურს, რომელიც მოიცავს ტექნიკურ შემოწმებას, სარედაქციო კოლეგიის წევრთა შეფასებას და გარერეცენზირებას. ამგვარი სისტემა საშუალებას მისცემს სტუდენტებს  დააგროვონ რეფერირებად ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნების გამოცდილება.
ჟურნალის ბაზაზე იგეგმება სემინარები, რომელთა მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო– კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აგრეთვე ღიაა ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთათვის. ჟურნალის რედაქცია აღიარებს თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. 
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

Print

« იხ. ყველა სიახლე