2014-11-21

„ცივი ომის დასასრული და საქართველოს როლი მის შემდგომ პროცესებში“ - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის

საქართველოს უნივერსიტეტი გამოხატავს სურვილს აღნიშნოს ბერლინის კედლის ნგრევის 25 წლისთავი და ამ თემისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში საშუალება მისცეს სტუდენტებს, მიიღონ ინფორმაცია და ჩაერთონ დისკუსიაში თემაზე „ცივი ომის დასასრული და საქართველოს როლი მის შემდგომ პროცესებში“. კონფერენცია შეეხება იმ სფეროებს, რაზედაც გადამწყვეტი გავლენა იქონია ცივი ომის დასასრულმა. მიმოხილვაში კონცენტრირება მოხდება საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებზე სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით. განსახილველი თემებია: უსაფრთხოება, რეგიონალური პოლიტიკა, კონფლიქტები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გარდამავალ ეკონომიკაზე გადასვლა, ენერგეტიკა, განათლება, სამართლი, ადამიანის უფლებები, მედია.

სტუდენტური კონფერენციის ჩატარება იგეგმება 2014 წლის 5 დეკემბერს (16:00-19:00 სთ).

კონფერენციის ჩატარების შემდგომ იგეგმება საკონფერენციო მოხსენებების გამოცემა წიგნის სახით.

გთხოვთ, 2014 წლის 25 ნოემბარის 17.00 საათამდე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელექტრონულ მისამართზე socpol.science@tsu.ge გამოგზავნოთ კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა და საკონფერენციო მოხსენების მოკლე შინაარსი (800-1000 სიტყვა). საგანაცხადო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით. ფაკულტეტიდან აღნიშნული დოკუმენტაციის მიღების საფუძველზე შეირჩევა 2 სტუდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში.

გისურვებთ წარმატებებს!

Print

« იხ. ყველა სიახლე