2012-04-20

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს. სამეცნიერო მოხსენება თემატურად შეზღუდული არ არის.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ა) საზოგადოებრივი გეოგრაფია;    
ბ)  საერთაშორისო ურთიერთობები;
გ) ფსიქოლოგია;
დ)  ჟურნალისტიკა;
ე)  სოციალური  მუშაობა;
ვ)  სოციოლოგია;
ზ) პოლიტიკური  მეცნიერება.
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) სტუდენტის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ–ფოსტა,   მიმართულების დასახელება);
ბ)  სამეცნიერო ხელმძღვანელის წარდგინება (წერილობითი სახით);
გ) მოხსენება (სტრუქტურა: სახელი, გვარი, სათაური, ტექსტი, გამოყენებული ლიტერატურა).

კონფერენცია ჩატარდება 2012 წლის  25  მაისს, პარასკევს, VI კორპუსის დარბაზში.
მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 18 მაისი. (VI კორპუსი, 204 ოთახი, 17 საათამდე. საკონტაქტო პირი – რევაზ ჯორბენაძე, ტელეფონი: 2230053,  rjorbenadze@yahoo.com.)
Print

« იხ. ყველა სიახლე