2019-10-22

ტრენინგის პროგრამა - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“

გაწვდით ინფორმაციას სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დამტკიცებული ტრენინგის პროგრამა - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“ შესახებ.

აღნიშნული ტრენინგის პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულ ფაილში.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე აკადემიურ პერსონალს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 25 ოქტომბრამდე მოგვაწეროთ ელფოსტაზე teona.tabuashvili@tsu.ge თქვენი სახელი, გვარი, სტატუსი და რომელ ტრენინგზე გსურთ დასწრება.
Print

« იხ. ყველა სიახლე