2013-10-10

გიწვევთ საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის (IRSES) ფარგლებში დაფინანსებული პროექტზე

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ 2013 წლის 16-17 ოქტომბერს, მე-7-ე ჩარჩო პროგრამის მარი კურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის (IRSES) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში საქართველოსა და მოლდოვასთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, დაბრკოლებები და გამოწვევები ( Possibilities and limits, challenges and obstacles of transferring CEE EU pre-accession best practices and experience to Moldova’s and Georgia’s pre-accession process  Grant agreement number:  PIRSES-GA-2012-318911)  კონსორციუმის წევრთა შეხვედრაზე.

აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან: ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი უზრუნველყოფს დოქტორანტების, ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესორებისთვის კვლევით სტიპენდიას პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

მოხარული ვიქნებით, თუ დაესწრებით ზემოაღნიშნულ ღონისძიებას რომელიც გაიმართება ა/წ  16 ოქტომბერს თსუ 1-ელ კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში 11:00-დან 15:45 საათამდე.

ასევე, გაცნობებთ, რომ  17 ოქტომბერს ასევე 115-ე აუდიტორიაში 12:00-14:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის პოტენციურ აპლიკანტებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი

Print

« იხ. ყველა სიახლე