2019-06-04

პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის საჯარო ლექცია "კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემის შესწავლა პოლიტიკის მეცნიერებაში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და  პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“.

13 ივნისს, 17:00 სთ-ზე პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე "კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემის შესწავლა პოლიტიკის მეცნიერებაში".

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე