2014-03-04

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების მიღება გაგრძელდა 10 მარტამდე

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების მიღება გაგრძელდა 10 მარტამდე. შეგახსენებთ, რომ


1.
სამეცნიერო მოხსენებების წარმოდგენა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.

2. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტის მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში ან მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.

3. დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.

4. ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წერილობითი რეკომედაციით.

5. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 მარტი. განაცხადები მიიღება ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი #203ა, ჭავჭავაძის გამზ. N 8).

6. ფორუმი ჩატარდება 2014 წლის 24–25 აპრილს.

7. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული ერთი ბაკალავრის, ერთი მაგისტრანტის და ერთი დოქტორანტის მოხსენება.

8 ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორ(ებ)ს გადაეცემა(თ) ფორუმში მონაწილის სერტიფიკატი. წამახალისებელი თანხა მომხსენებლისათვის ან მომხსენებელთა ჯგუფისათვის შეადგენს:
  • დოქტორანტისათვის 1 500 ლარს;
  • მაგისტრანტისათვის 1 000 ლარს;
  • ბაკალავრიატის სტუდენტისათვის 500 ლარს.

Print

« იხ. ყველა სიახლე