2012-03-03

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ!

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საწავლო გეგმას დაემატა ახალი სასწავლო კურსი:  სამაუწყებლო მედია - ტელე (სტაჟირების კრედიტ-კურსი). სასწავლო კურსის მოცულობა 5 კრედიტია.
კრედიტ კუირსის ფარგლებში სტუდენტები, ერთი თვის მანძილზე, სტაჟირებას გაივლიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემებში.
მიმდინარე სემესტრში სტაჟირებას 18–20 სტუდენტი გაივლის.
სტაჟირება ხორციელდება მხოლოდ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის, ვისაც დაგროვილი აქვს არანაკლებ 180 კრედიტისა.

სტაჟირების კრედიტ-კურსის გასავლელად სავალდებულოა სტუდენტს სასწავლო კურსში „სამაუწყებლო მედია - ტელე (1) მიღებული ჰქონდეს არანაკლებ 85  ქულისა.
სტაჟირების კრედიტ-კურსზე ჩარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დანიშნოს დატებითი გასაუბრება.

დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები ავსებენ განაცხადს (დანართი 1);
შევსებული განაცხადების მიღება წარმოებს 5 და 6 მარტს მიმართულების სასწავლო დეპარტამენტში; საკონტაქტო პირია  - ანა ზაქარაია, ოთახი 108.

სტუდენტები ნაწილდებიან სამ ჯგუფში/სამ ნაკადად:
1.    13 მარტი-13 აპრილი - 6 სტუდენტი;
2.    14 აპრილი-14 მაისი - 7 სტუდენტი;
3.    15 მაისი - 15 ივნისი - 7 სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, 5 მარტს, 11 საათზე, მეექვსე კორპუსის დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა

Print

« იხ. ყველა სიახლე