2015-07-16

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!


აშშ-ს საელჩოს მხარდაჭრით ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ხელშეწყობას დასაქმებისთვის აუცილებელი ეტაპების ეფექტურად გავლის მიზნით .

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ერთდღიანი  ტრენინგ კურსი.  

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • როგორ მოვიძიოთ სამსახური ;
  • რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შექმნა ;
  • როგორ გავიაროთ გასაუბრება ;
  • თვითპრეზენტაცია და შთაბეჭდილებების მართვა გასაუბრების პროცესში ;

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ იმიტირებული გასაუბრება და მოისმინონ რეკომენდაციები HR მენეჯერისაგან.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგები გაიმართება 22, 24 და 27 ივლისს, 12:00-დან 20:00-მდე, პირველ კორპუსში, ოთახი #107

ტრენერები:

ანა ნაჭყებია და ნინო ბერუაშვილი

რეგისტრაციისა  და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

შალვა საბაური

თსუ–ის  სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი

(+995) 514 000 213  

shalvasabauri@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე