2013-11-07

საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

7 ნოებერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამოზე სიტყვით  გამოვლენ: ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი, პროფესორები: რისმაგ გორდეზიანი, მაგდა მჭედლიძე, ნანა ტონია და სხვ.  მოეწყობა საპატრიარქოს გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

Print

« იხ. ყველა სიახლე