2020-06-23

VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

25-27 ივნისს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომელიც ეძღვნება ფაკულტეტის 15 წლის იუბილეს. ღონისძიება გაიმართება პლატფორმა "ზუმის" (Zoom.us) გამოყენებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები და მკვლევრები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, თურქეთი და სხვა. 

კონფერენციის საპატიო მომხსენებლები არიან პროფესორები სტივენ ჯონსი და ნილ მაკფარლეინი. კონფერენცია სინქრონულად გადაიცემა ფაკულტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე