2015-03-10

კონკურსი ელექტრონული ჟურნალის სახელწოდებისა და ლოგოს შესარჩევად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იგეგმება სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა, სადაც გამოქვეყნდება ფაკულტეტის ყველა სასწავლო საფეხურის სტუდენტთა სამეცნიერო სტატიები. ფაკულტეტზე ჟურნალისთვის სახელწოდების და ლოგოს შესარჩევად ცხადდება კონკურსი. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს  და ფაკულტეტს შესთავაზოს ჟურნალის სახელწოდების და ლოგოს მისეული ვარიანტი. გამარჯვებული სახელწოდებისა და ლოგოს ავტორ(ებ)ი დაჯილდოვდება.

გთხოვთ შესაბამისი სახელწოდება და ლოგო გამოაგზავნოთ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელ-ფოსტაზე: socpol. science@tsu.ge არაუგვიანეს 2015 წლის 20 მარტისა.

Print

« იხ. ყველა სიახლე