2014-05-21

ესეების კონკურსი „4+1“ პროგრამის სტუდენტებისათვის

კონკურსის პირობები
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ესეების კონკურსს საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული, „4+1“ პროგრამაში მონაწილე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის.
  • კონკურსით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ესე თემაზე: „საქართველოს ევროინტეგრაცია და მე“ .
  • ნაშრომი უნდა ასახავდეს, თუ რას ნიშნავს ავტორისათვის ევროინტეგრაცია, როგორ ესმის მას საქართველოს ევროპული არჩევანი და რას გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესი. ესეში წარმოდგენილი უნდა იყოს სტუდენტის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ამ პროცესიდან და საქართველოს ევროპული არჩევანიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის, კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და პირადად მისთვის.
სხვა პირობები
  • ესეს მოცულობა: 3-5 გვერდი;
  • შრიფტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, დაშორება - 1,5;
  • ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
  • დაცული უნდა იყოს პლაგიარიზმის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
  • დაინტერესებულმა სტუდენტებმა ესე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge და სათაურში მიუთითონ „ესეების კონკურსი“.
  • ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 4 ივნისი.
ნაშრომების შეფასება
  • ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია: საკითხის აქტუალურობის წარმოჩენა, ორიგინალური და შემოქმედებითი აზროვნება, ქართულ ენაზე წერითი ნაშრომის გამართულობა;
  • ნაშრომებს შეაფასებს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომპეტენტური კომისია;
  • კომისიის მიერ გამოვლენილ 3 საუკეთესო ესეს ავტორებს სპეციალურ ცერემონიალზე სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს ინდივიდუალურ პორტატულ კომპიუტერებს (ლეპტოპი);
  • გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება აპარატის facebook-გვერდზე, ვებ-გვერდზე და გაშუქდება პრესით.
  • კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577423363
სასარგებლო ინფორმაცია
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
    http://mfa.gov.ge/
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი:
    http://www.eu-nato.gov.ge/
  • საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ:
    http://www.natoinfo.ge/ge/
  • ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში:
    http://eeas.europa.eu/delegations/georgia/eu_georgia/association_agre
    ement/index_ka.htm

Print

« იხ. ყველა სიახლე