2015-02-23

ფილმის ჩვენება და დისკუსია


საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი იწვევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე და თანმდევ განხილვაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ეძღვნება.
 
სად:               ევროპის სახლი
                      თავისუფლების მოედანი #1, თბილისი
როდის:        2015 წლის 27 თებერვალი, 15:00
 
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS), დემოკრატიის ევროპული ფონდის დაფინანსებით (EED), ატარებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და თანმდევ განხილვას, რომელიც ეძღვნება ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვასა და ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პოლიტიკას. დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოლდავეთის ევროპასთან დაახლოების საკითხებს ეძღვნება, იძლევა შესაძლებლობას განვიხილოთ არსებული გამოწვევები და გავავლოთ პარალელები ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის. ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას წარუძღვებიან ექსპერტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე