2019-12-09

ფოტოკონკურსი: „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩემს ობიექტივში“

ფაკულტეტის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცხადდება ფოტოკონკურსი: „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩემს ობიექტივში“.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს. ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს JPG ფორმატის, ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს, ფოტოს  ზომა უნდა იყოს 3000ipxX1688px.

საკონკურსო ფოტოს  კონკურსანტმა უნდა დაურთოს თავისი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი. საავტორო უფლება დაცული იქნება.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2019 წლის 22 დეკემბრის 18:00 სთ-მდე ელ.ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge 
Print

« იხ. ყველა სიახლე