2020-08-27

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო   პროგრამებზე ( ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №137/01-01, 17.07.2020 )

  1. დემოგრაფია   - 3 ადგილი
  2. მასობრივი კომუნიკაცია  - 2 ადგილი
  3. პოლიტიკის მეცნიერება   - 4 ადგილი
  4. საზოგადოებრივი გეოგრაფია  - 2 ადგილი
  5. სოციოლოგია  - 3 ადგილი
  6. სოციალური მუშაობა  - 2 ადგილი
  7. ურბანისტიკა  - 2 ადგილი
  8. კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 4 ადგილი
  9. ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება  - 3 ადგილი
  10. კულტურის და მედიის სოციოლოგია - 3 ადგილი

 

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები   ( ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ   №130/01-01, 13.07.2020 )

  • საბუთების მიღება -   24 – 31 აგვისტო ;
  • გამოცდა უცხო ენაში - 2 სექტემბერი ;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი ;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი ;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი ;
  • გამოცდა სპეციალობაში ( წერითი კომპონენტი , იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის , რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება ) - 7 სექტემბერი ;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი ;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი ;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი ;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11-14 სექტემბერი ;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 15 სექტემბერი ;   
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 16 – 17 სექტემბერი ;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი ;
  • ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 21 სექტემბერი .


მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ( დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ .) :

  • განცხადება   თსუ - რექტორის სახელზე ;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი ( თსუ - კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ , ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი ; 2020 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე );
  • ერთსაფეხურიანი , ხუთწლიანი , უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი ( სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული );
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა ;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა ;  
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის / შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"- ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში );
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში );
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში );
  • წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი ( ან სამხედრო ბილეთი , ასეთის არსებობის შემთხვევაში );
  • ფოტოსურათი (3X4) ბეჭდური 2 . და ელექტრონული ვერსია CD- ზე ;
  • სხვა დოკუმენტი , თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა . თსუ - რექტორის ბრძანების (№153/01-01, 19.06.2019) მე -3 პუნქტის ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების მე -5 მუხლის პუნქტი 5- ის შესაბამისად დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმა   ( პროსპექტუსი )

საკონტაქტო ინფორმაცია :
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის .: ქ . თბილისი, ი . ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი , III სართული, ოთახი №301; ტელ .: (+995 32) 2 25 04 84. შიდა 6240;

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

 

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading