2019-06-10

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოლიტიკა კავკასიის გარშემო"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს აბსტრაქტების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასათვის "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", რომელიც გაიმართება 2019 წლის 1 ნოემბერს.

კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის და სახელმწიფოების პოლიტიკური აქტორების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურისა და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დაიტერესებულია როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის განვითარების საკითხებით.

კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური.

აბსტრაქტს წარდგენის  ვადა: 23 სექტემბერი 2019;
აბსტრაქტების შერჩევის ვადა: 2019 წლის 7 ოქტომბრიდან (ავტორებს ეცნობებათ წერილობით);
მოხსენების წარდგენის ვადა: 2019 წლის 21 ოქტომბერი;

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ: igns@tsu.ge მეილზე შემდეგი სათაურით: "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", 2019
სარეგისტრაციო ფორმა:


აბსტრაქტი - 300-350 სიტყვა;
მოხსენება - 3000-5000 სიტყვა;
სტილი - APA
ქაღალდის ზომა - A4
ფონტი - sylfaen
დაშორება - 1.5
მარჟები (ზედა, ქვედა, მარცხნივ და მარჯვნივ) - 2 სმ

კონტაქტი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “საქართველოს სამეზობლოს კვლევითი ინსტიტუტი“
მაია მანჩხაშვილი
მისამართი: თსუ IV კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №14,  თბილისი
ტელეფონი: +995 557 323227.
ელ-ფოსტა: maia.manchkhashvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading