2019-09-06

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!


2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები: 
  • ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა)  3  - 9 სექტემბერი;
  • აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 9 - 16 სექტემბერი;

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ხელშეკრულების გაფორმება დაიწყება  3 სექტემბერს, 14  სთ-ზე. თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201

ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 6220; 6234; 6223; 6222; 6226; 6237.

პირველსემესტრელ  სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება (ანკეტა გააქტიურდება 3 სექტემბერს).
რეგისტრაციისათვის ორივე ველში მიუთითეთ პირადი ნომერი.
სურათის ატვირთვას შეძლებეთ  ანკეტის შევსების  შემდეგ.


პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: (რექტორის ბრძანება N189/01-01, 24.07.2019)

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი 2 ეგზემპლიარი ვაჟებისათვის (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 2 ეგზემპლიარი  (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად (ბრძ.№02/01-01, 24.01.2012,  N24/01-01, 05.02.2018), ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (2 - 9 სექტემბერი). 

პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში-337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში-562.50 ლარი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში

•  საქართველოს ბანკი
• თი ბი სი ბანკი
• ლიბერთი ბანკი
• ასევე  საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

ხელშეკრულების გაფორმებისა და ადმინისტრაციულ რეგისტრაციის გავლის  შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას /აკადემიური რეგისტრაციის გავლას.  https://www.youtube.com/watch?v=scNO_TScrAQ 

აკადემიური რეგისტრაცის ვადაა 9 - 16 სექტემბერი. 

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading