2013-12-30

თსუ სტუდენტებისთვის დაწესდა ლევან მიქელაძის სახელობის სტიპენდია

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა, რომელიც ატარებს ცნობილი ქართველი დიპლომატის და მეცნიერ–გეოგრაფის სახელს, დააწესა 2 სახელობითი სტიპენდია. ყოველწლიურად ეს სტიპენდია დაენიშნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების თითო წარჩინებულ სტუდენტს. ლევან მიქელაძის სახელობის პირველი სტიპენდიანტები გახდნენ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები მარიანა ალავიძე (საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება) და მარიამ დალაქიშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება). ვულოცავთ სტიპენდიანტებს!
Print

« იხ. ყველა სიახლე