2011-09-27

ძვირფასო კოლეგებო

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 და 2 დეკემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგის  და ფილოსოფოსის პროფესორ დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 125 წლისთავს. უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაწოდოთ სამეცნიერო მოხსენებათა თემების სათაურები მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე მისამართზე (aberdzenishvili@yahoo.com)

პატივისცემით,
ამირან ბერძენიშვილი
Print

« იხ. ყველა სიახლე