ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-01

წინასწარი რეგისტრაცია 2014 წლის გაზაფხულის სემესტრი

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო,

გთხოვთ წინასწარი რეგისტრაციის გავლამდე აუცილებლად გაეცნოთ წინასწარი რეგისტრაციის წესებს! –

რეგისტრაციის ვადა - 3-14 თებერვალი

რეგისტრაციის ადგილი - www.sms.tsu.ge/TESTSMS ელექტრონული ბაზა.

1. ვადები - წინასწარი რეგისტრაციის სისტემაში ( www. sms.tsu.ge/TESTSMS ) საგნების დარეგისტრირება ხორცილდება 3-14 თებერვის ვადებში. ყველა საჭირო ინფორმაციას რეგისტრაციის პროცედურების, ასარჩევი საგნებისა და ცხრილების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე - განყოფილებაში წინასწარი რეგისტრაცია 2014 - გაზაფხულის სემესტრი - http://www.tsu.edu.ge/ge/ faculties/social/news/; წინასწარი რეგისტრაციის სისტემაში საგნების გავლის აუცილებლობის წინაშე არ დგანან საერთაშორისო ურთიერთობებისა და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციების სტუდენტები. მათ წინასწარი რეგისტრაციის სისტემაში მხოლოდ ის საგნები უნდა დაარეგისტრირონ, რომელიც სხვა პროგრამის ფარგლოებში სურთ გაიარონ.

2. ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ ექნებათ გავლილი წინასწარი რეგისტრაცია, შეექმნებათ პრობლემები, შემდგომი რეგისტრაციის პროცესში და ფაკულტეტი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაბში აიღებს პასუხისმგებლობას მათი პრობლემების მოგვარებაზე.

3. წინასწარი რეგისტრაციის სისტემაში საგნების არჩევის რეჟიმი თქვენთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, თუ მანამდე არ შეაფასებთ ლექტორებს და სემინარების ხელმძღვანელებს იმ საგნებისთვის, რომელსაც ამ სემესტრში გადიოდით საშემოდგომო სემესტრის ფარგლებში sms.tsu.ge/TESTSMS სისტემაში.

4 . წინასწარ გაეცანით ცხრილებს, რათა არ გემთხვოდეთ არჩეული ლექცია/სემინარები ერთმანეთს. ცხრილები შეგიძლიათ იხილოთ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე - განყოფილებაში 2014 - გაზაფხულის სემესტრის ცხრილი

5. სტუდენტს წინასწარი რეგისტრაციის სისტემაში გამოუჩნდება იმ კრედიტების ოდენობა, რომელზედაც ექნება ხელმისაწვდომობა საგაზაფხულო სემესტრში. მაგალითად, თუკი სტუდენტს საშემოდგომო სემესტრში არჩეული ჰქონდა 35 კრედიტი, მას მხოლოდ 30 კრედიტის ოდენობის საგნების არჩევის შესაძლებლობა მიეცემა (წელიწადში არაუმეტეს 65 კრედიტისა), ხოლო დამამათავრებელი სემესტრის სტუდენტებს, რომელთაც ბოლო სემესტრამდე დაგროვილი აქვთ 200 კრედიტი, 40 კრედიტის შესაძლებლობა.

6. საგნების არჩევისას დაალაგეთ საგნები პრიორიტეტების მიხედვით; პროგრამულად ჩვენ გვექნება თქვენს მიერ არჩეულ საგანზე ამ პრიორიტეტების ხილვის შესაძლებლობა, და ჯგუფების დაკომპლექტებისას ვიხელმძღვანელებთ სწორედ სტუდენტის საჭიროებიდან გამომდინარე (უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომლისთვისაც ამ სემესტრში ამ საგნის გავლა აუცილებელია, რათა არ აღმოჩნდეს დამატებითი სემესტრის გავლის აუცილებლობის წინაშე, ასევე, პრიორიტეტი ენიჭება ძირითადი სპეციალობის სტუდენტებს და, მხოლოდ, ამის შემდეგ მეორადი სპეციალობის სტუდეტს და ბოლოს, იმ სტუდენტს, რომლისთვისაც ეს საგანი თავისუფალი კრედიტის სახით იქნება არჩეული). შესაბამისად, ამ სისტემაში საგნის დარეგისტრირება არ იქნება 100 პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ შეძლებთ ამ საგნის არჩევას, საგნებზე რეგისტრაცია გასული წლების გამოცდილებისგან გასხვავებით იგება საჭიროებების მიხედვით და არა დასწრების პრინციპის საფუძველზე. საგნის მიღმა დარჩენილ სტუდენტებს კი, სარეგისტრაციო პერიოდის დასრულების შემდგომ, ვთავაზობთ პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს დამატებითი ჯგუფების გახსნისა და სხვა ალტერნატიულ საგნებზე რეგისტრაციის შეთავაზებების სახით.

7. საგნების არჩევისას გექნებათ ლექტორის არჩევის შესაძლებლობა, თუმცა ბაზის გამართული მუშაობისთვის სემინარების ხელმძღვანელთა ვინაობა არ იქნება მითითებული. მიუხედავად ამისა, თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ სასემინარო ჯგუფი სემინარის ხელმძღვანელის ვინაობის გარეშე. სემინარების ხელმძღვანელთა ვინაობას სასემინარო ჯგუფისა და სამუშაო დროის მითითებით იხლივათ ფაკულტეტის ვებ-გვერდზე წინასწარი რეგისტრაცია 2014 -ზე მოცემულ ცხრილებში.

8. ინგლისურ და ქართულ ენას ნუ აირჩევთ! ამ ორი საგნის არჩევა მოხდება ავტომატურად ჩვენს მიერ და შესაბამისად, გთხოვთ, რომ ნუ შეავსებთ თქვენთვის შემოთავაზებულ საგანთა ჩამონათვალს სრულად, აირჩიეთ საგნები ინგლისური და (თუ ეს თქვენი პროგრამის მოთხოვნაა) ქართული ენის გარეშე. ფაკულტეტი უზრუნველყოფს ამ ორი საგნის ავტომატურ ჩასმას თქვენს ბაზაში. შესაბამისად, თუ, მაგალითად, გეძლევათ 7 საგნის არჩევის შესაძლებლობა, და ინგლისური მათ შორის ერთ-ერთია, აირჩიეთ 6 საგანი, რადგან ინგლისურისათვის დარჩეს სისტემაში გადატანის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ; უცხო ენის სამუშაო გრაფიკი წინა სემესტრის ანალოგიურია

9. სისტემა გაძლევთ არჩეული საგნების რედაქტირების საშუალებასაც, ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი შეცდომა დაუშვით, შეგილიათ საგნების შეცვლა და რედაქტირება 3-14 თებერვლის ვადაში.

10. სხვა ფაკულტეტებზე საგნების რეგისტრაციის სურვილის მქონე სტუდენტებმა, გთხოვთ, განცხადებების მეშვეობით დააფიქსიროთ საკუთარი სურვილი და აქვე, განცხადებაში განმარტოთ სხვა ფაკულტეტის საგნებზე დარეგისტრირების საჭიროება. შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში წარდგენილ განცხადებების მეშვეობით მოხდება სხვა ფაკულტეტების პრობლემურ საგნებზე რეგისტრაციის პროცესში სტუდენტის დახმარება.

11. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგნების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება ხდება თქვენი ძირითადი და მეორადი სპეციალობების მიხედვით. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, თუკი გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, sms.tsu.ge/TESTSMS სი სტემაში საგნების რეგისტრაციამდე, დააფიქსიროთ თქვენი ძირითადი და, თუკი არჩეული გაქვთ, მეორადი სპეციალობები.

ცხელი ხაზი - 555 57 50 20, 595 64 21 22 ნანა მაჭარაშვილი ; 577 94 98 85 ანა ზაქარაია ;

პასუხისმგებელი პირი ნანა მაჭარაშვილი


ინსტრუქცია:



ნაბიჯი პირველი

შედიხართ sms.tsu.ge/TESTSMS სისტემაში

ნაბიჯი მეორე

ავსებთ სასწავლო კურსების შეფასების კითხვარს

ნაბიჯი მესამე

ირჩევთ საგნებს პრიორიტეტების მიხედვით საგაზაფხულო სემესტრში დაშვებული კრედიტების ფარგლებში (30 ან 35 კრედიტი იმის მიხედვით, თუ რამდენი კრედიტი გქონდათ აღებული გასულ სემესტრში, დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის კი - 40 კრედიტი)

შენიშვნა:

სისტემა გაძლევთ არჩეული საგნების რედაქტირების საშუალებასაც, ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი შეცდომა დაუშვით, შეგილიათ საგნების შეცვლა და რედაქტირება 3-14 თებერვლის ვადაში.




იხილეთ ცხრილი:

სარეგისტრაციო საგნების ჩამონათვალი

საფაკულტეტო ცხრილი
ფსიქოლოგია
ჟურნალისტიკა და მასკომუნიკაცია
საზოგადოებრივი გეოგრაფია
სოციალური მუშაობა
სოციოლოგია
პოლიტიკის მეცნიერება
ინგლისური ენა
Print

« იხ. ყველა სიახლე