ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-02

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი№6) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 20 დეკემბერი, 12-15 სთ. 

არჩევნები ჩატარდება მე-6 კორპუსის სააქტო დარბაზში (№303)

საბუთების მიღება: 26 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით, ფაკულტეტის კანცელარიაში, მე-6 კორპუსუს №203 ოთახში.

დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველთა განცხადებების მიღების წესი

დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირი განცხადებით მიმართავს ფაკულტეტის  საბჭოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება.

დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) 2 (ორი) ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო 

Print

« იხ. ყველა სიახლე