2015-06-22
ოთხშაბათს, 24 ივნისს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი
მოხსენების თემა: „კულონური შტურმის ფუნქციები სფეროიდალურ კოორდინატებში, თვისებები და გამოყენება“
მომხსენებელი: პროფ. თამაზ კერესელიძე
ანოტაცია:
ნაშრომში დამუშავებულია კულონური შტურმის ფუნქციების მიღების სქემა,
შესწავლილია აღნიშნული ფუნქციების თვისებები და ნაჩვენებია ორატომიანი
მოლეკულების მახასიათებლების გამოთვლებში მათი როგორც საბაზისო ფუნქციების
გამოყენების ეფექტურობა. დადგენილია მიღებული ფუნქციების კავშირი ჰეუნსის
ფუნქციებთან.
« იხ. ყველა სიახლე