ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-21

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა


2015 წლის 22 დეკემბერს, სამშაბათს, 10 სთ-ზე
, თსუ XI კორპუსის აუდიტორია # 201 –ში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.

მომხსენებელი: ასისტენტ–პროფესორი გურამ კაშმაძე.

მოხსენების თემა:  “ლოგიკური ენტროპიისა და შენონის ენტროპიის შედარებითი ანალიზი”

მოხსენების მოკლე ანოტაცია:

მოხსენებაში განიხილება ლოგიკური ენტროპიის ცნება, რომელიც ეფუძნება სიმრავლის ქვესიმრავლეებად დაყოფის ლოგიკას. ერთმანეთის პარალელურად მოიცემა ლოგიკური ენტროპიისა და შენონის ენტროპიის  თვისებები.

მომხსენებლები: პროფესორი კობა გელაშვილი და მაგისტრანტი ალექსანდრე აფხაიძე

მოხსენების თემა:   “ მონაცემთა სტრუქტურების ოპტიმიზირება”

მოხსენების მოკლე ანოტაცია:

მოხსენებაში განხილული იქნება ბმული სიების და ძებნის ორობითი ხეების იმპლემენტაციის გზა, როდესაც ერთი პოინტერი საშუალებას იძლევა, რომ ვიმოძრაოთ ორი მიმართულებით. სიაში, წინა და მომდევნო კვანძის პოინტერების ნაცვლად იგივე საქმეს აკეთებს ერთი პოინტერი. ხეშიც, მშობელს და შვილს აქვს ერთი პოინტერი. აღსანიშნავია, რომ სტრუქტურის ფუნქციონალი და სისწრაფე შენარჩუნებულია

Print

« იხ. ყველა სიახლე