ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-06

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

2014 წლის 8 მაისს, ხუთშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია # 204–ში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი  თემაზე:

ტექსტურ კორპუსებში ომონიმიის ავტომატური მოხსნის მოდელი

მოხსენებას გააკეთებს ასისტენტ პროფესორი ლიანა ლორთქიფანიძე.

მოხსენების მოკლე ანოტაცია

ტექსტური კორპუსების მორფოლოგიური ანოტირების დროს ყველაზე მეტი დრო იხარჯება ომონიმიის მოხსნაზე.   ქართული ენა უხვადაა წარმოდგენილი ომონიმური სიტყვაფორმებით, მაგალითად: ‘და’ |კავშირი| და ‘და’ |არსებითი სახელი|, ‘კრავს’ |ზმნა| და ‘კრავს’ |არსებითი სახელი|, ‘ბარი’ |არსებითი სახელი, (მთა–ბარი)| და ‘ბარი’ |არსებითი სახელი, (სასოფლო–სამეურნეო იარაღი)|... და მრავალი სხვა.

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ტექსტურ კორპუსში მორფოლოგიური ანოტირების ავტომატური მოხსნის ალგორითმი და მისი კომპიუტერული რეალიზაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე