ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-03

კომპიტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

2014 წლის 3 აპრილს, ხუთშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია # 204 –ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი  თემაზე:

"სემანტიკური ძებნა არასტრუქტურირებულ ბაზებში"

  მოკლე ანოტაცია

ინფორმაციული ნაკადის ზრდა ამავდროულად ზრდის სემანტიკური ძებნის მნიშვნელობის ზრდას. განხილულია კონცეპტების ფორმირების ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდი, რომელიც გამოიყენება სემანტიკური ძებნის ამოცანებში ცნებების ფორმირებისა და მასზე დაფუძნებული ძებნისათვის. მოხსენებაში განხილულია შემოთავაზებული ცნების აღწერის (მისი ატრიბუტების) წარმოდგენისა და კონცეპტების გამოთვლის ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდი, რომელიც უფრო მოსახერხებელია და კომპაქტურად გამოსახავს კონცეპტებს. ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას კონცეპტუალური ძებნის სხვა მეთოდებთან ერთად.


მოხსენებელი:  ასისტენტ–პროფესორი მაია არჩუაძე.
Print

« იხ. ყველა სიახლე