ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-08

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

2015 წლის 9 ივნისს, სამშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია #201–ში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.

მომხსენებელი:   დოქტორანტი კონსტანტინე მურადოვი.

მოხსენების თემა:  "ძებნის ალგორითმების გამოყენება დიდ მონაცემებზე და მათი პრაქტიკული რეალიზება საძიებო სისტემაში."

მოხსენებაში განიხილება ძირითადი ამოცანები:

 
1. - "ინფორმაციის კორპუსის ფორმირება" - ჩვენს შემთხვევაში რობოტის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება ვებ საიტებიდან ინფორმაციის მოძიებაზე.

2. - "მონაცემების დახარისხება" - არასტრუქტურირებული ინფორმაციის ნორმალიზება - სწრაფი ძებნის შედეგის მისაღწევად - ცოდნის კორპუსის შექმნა.

3. - "რანკირება" - ერთნაირი თვისებების/სემანტიკის მქონე  ინფორმაციის წყაროებს შორის სანდოობის დადგენა.

4. - "მიღებული შედეგების ანალიზი" - ცოდნის კორპუსის სტატისტიკური ანალიზი, რანკის/სანდოობის ანალიზი, კითხვა პასუხის ანალიზი ნორმალიზირებულ და არანორმალიზირებულ კორპუსებზე, კორპუსში ყველაზე პოპულარული (ხშირად ხსენებული სხვადა სხვა წყაროებში) მონაცემების სტატისტიკა.
Print

« იხ. ყველა სიახლე