ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-30

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

2015 წლის 31 მარტს, სამშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია #201–ში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.

მომხსენებელი
: პროფესორი კობა გელაშვილი.

მოხსენების თემა: "ტესტ ფუნქციოების C/C++ კოლექცია უპირობო მინიმიზაციის ამოცანებისთვის"

ანოტაცია: ფუნქციის ცნება ფუნდამენტურია პროგრამირებასა და მათემატიკაში. შესაბამისად, მათემატიკური ფუნქციების იმპლემენტაციის საკითხი საინტერესოა როგორც პროგრამირების ასევე მათემატიკის სწავლების თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ მათემატიკურ ფუნქციებს აქვთ თავისი სპეციფიკა, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია იმპლემენტაციის პროცესში.
გარდა წმინდა თეორიული ინტერესისა, მათემატიკური ფუნქციების, განსაკუთრებით ფუნქციონალების იმპლემენტირების საკითხი მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოყენებისთვის, მათ შორის ოპტიმიზაციისთვის. მაგალითად, ოპტიმიზაციის საკმაოდ ზოგადი იდეების ადაპტირების შედეგად გაჩნდა შიგა და გარე წერტილების მეთოდები წრფივი პროგრამირების ამოცანისთვის, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გამოყენებების თვალსაზრისით როგორც ეკონომიკაში, ასევე ინფორმატიკაში.
საინტერესოა, რომ ინტერნეტში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე უმარტივესი ფუნქციის კოდის ნახვა C/C++ ან Java ენებზე. ამავე დროს, არსებობს ტესტ ფუნქციების უმდიდრესი კოლექციები AMPL-ზე, FORTRAN-ზე, Python-ზე.
უშუალოდ ჩვენი დეპარტამენტისთვის, მისი ტრადიციების და ინტერესების გათვალისწინებით, C/C++ ენებზე იმპლემენტირებული საკმაოდ მდიდარი და არაერთგვაროვანი ტესტ-ფუნქციების კოლექციის არსებობა სასარგებლო იქნება როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე.
ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, მომზადდა ტესტების კოლექცია 40-ზე მეტი ფუნქციით. შედარებით ხშირად გამოყენებადი 170 ფუნქციისგან (იხ. [1]) ჩვენ ავარჩიეთ ისეთები, რომლებსაც ავტორები ტესტავდნენ სხვებთან შედარებით დიდ განზომილებებში.
ტესტების კოლექციის საბოლოო ვარიანტის მომზადებაში ვმონაწილეობდით კობა გელაშვილი, პაპუნა ქარჩავა, ირინა ხუციშვილი. კოლექცია გულმოდგინედ არის ტესტირებული, ამოცანები ეშვებოდა lbfgs-ის C-პორტზე და AMPL-ზე NEOS-ის ღრუბლოვან გარემოში, შემდეგ პასუხები დარდებოდა ერთმანეთს. ფორმალურად, ამოცანები მომზადებულია lbfgs-ის C-პორტთან სამუშაოდ (იხ. [2]), თუმცა მისი გადაკეთება C/C++ ენებზე მომუშავე სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან სამუშაოდ ბევრად მარტივია, ვიდრე თავიდან ახალი ბიბლიოთეკის შექმნა. 
განხილულია კოლექციის ფუნქციების იმპლემენტირებული კოდის დაჩქარების საკითხი.

1.    CG_DESCENT 6.6: Source code for CG_DESCENT Version 6.6 
http://www.math.lsu.edu/~hozhang/SoftArchive/CG_DESCENT-C-6.6.tar.gz
2.    Naoaki Okazaki: a library of Limited-memory Broyden-Fletcher-Goldfarb-Shanno (L-BFGS)  http://www.chokkan.org/software/liblbfgs/ 
Print

« იხ. ყველა სიახლე