ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-03

მეორე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში!

2014 წლის 1–10 ივლისს ტარდება მეორე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, იხ. კონფერენციის ვებ გვერდი:

 http://conference.sens-2014.tsu.ge/

კონფერენციის ფარგლებში მოხსენების გაკეთება სავალდებულოა დოქტორანტებისთვის, აგრეთვე იმ სტუდენტებისთვის ვინც ასრულებს სამაგისტრო ნაშრომს, საბაკალავრო ნაშრომს, ჯგუფურ პროექტს ან პროექტს. მოხსენებებს შეაფასებს აკადემიური პერსონალიდან დაკომპლექტებული კომისია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და  უნდა ატვირთონ შესრულებული ნაშრომი კონფერენციის ვებ გვერდზე. აქვე შესაძლებელია ნაშრომის რეზუმეს ინგლისური ვერსიის განთავსებაც.

კონფერენცია მნიშვნელოვანია სტუდენტთა სამეცნიერო წრეებისთვის გასულ სემესტრში ჩატარებული სამუშაოს წარმოსაჩენად. კონფერენციაში მონაწილეობა ნებადართულია სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.

კონფერნციაზე მოხსენების გაკეთება მნიშვნელოვანია ბაკალავრიატის იმ სტუდენტებისთვისაც, ვინც მომავალ სემესტრში სასტიპენდიო კონკურსში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე