ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-08

შეხვედრა ალბერტას უნივერსიტეტის წარმომადგენელთან


ამა წლის 20 ოქტომბერს 10:00-11:00 საათზე თსუ I კორპუსის მელიქიშვილის სახელობის აუდიტორიაში (115-ე აუდიტორია) შედგება შეხვედრა კანადის ალბერტას უნივერსიტეტის სტუდენტური პროგრამების მენეჯერთან ბატონ დენ ფრანკთან.
ალბერტას უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის ასეულში შედის. ალბერტას უნივერსიტეტში მოქმედებს 200-მდე საბაკალავრო და 170-მდე სამაგისტრო პროგრამა. 2015 წლიდან საქართველოს მთავრობასთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებს საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ  აღნიშნულ უნივერსიტეტში.

Print

« იხ. ყველა სიახლე