ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-01-27

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კონკურსის გამოცხადება


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2015 წლის საუნივერსიტეტო ფორუმის საკონკურსო კომისია შესაბამისად თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის # 150/01–01 ბრძანებისა  ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით აცხადებს კონკურსს.

1. ფორუმზე წარსადგენად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო მოხსენებას უფლებამოსილი პირი წარადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში. წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეყრდნობოდეს წინა სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სამეცნიერო შედეგებს.

2. მოხსენების ავტორი (ავტორთა ჯგუფი) უნდა წარმოადგენდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, ან ამ ფაკულტეტის  სამეცნიერო პროფილის შესაბამის თსუ–ს დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის პირს (გარდა ინდივიდუალური მონაწილისა).

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში მოხსენებისა და მოხსენებაში მოცემული შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 თებერვალი, 18.00 სთ (თსუ II კორპ. ოთახი #110).

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კონკურსის გამოცხადება

Print

« იხ. ყველა სიახლე