ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-09

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ცნობარი მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტებისთვის

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია თუ გადმომსვლელ სტუდენტებს:
•    აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება მიმდინარე პროგრამაზე და საშუალო წლიური შეწონილი ქულა (GPA) არის 2.5 და მეტი;
•    მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას და შეუძლიათ წარმოადგინონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი, ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელიმე საბუთი:
 ა) ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულა ინგლისურ ენაში: - 59%+1;
ბ) TOEFL - მინიმალური ქულა: IBT 70, PBT 523;
 გ) IELTS მინიმალური ქულა 6.0; ან ინგლისურ ენაში B2 და მეტი ცოდნის დონის დამადასტურებელი სხვა სერტიფიკატი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მისაღებად აღიარებულ იქნება მხოლოდ ის სასწავლო კურსები, რომლებიც  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსების ეკვივალენტურია.

SDSU-საქართველოს პროგრამებზე მობილობით გადმოსულ სტუდენტებს შეიძლება ჩაეთვალოს წინა გავლილი პროგრამიდან მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი;
SDSU-საქართველოს პროგრამებზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის მობილობის წესით ჩარიცხვა მოხდება წინასაბაკალავრო მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ და მათ უნდა შეძლონ წარმოადგინონ სხვა გადმომსვლელ სტუდენტთა მსგავსად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი, ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საბუთი.

 სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ცნობარი მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტებისთვის


Print

« იხ. ყველა სიახლე