ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-05

კონკურსი ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის ქ. იერუსალიმში მსოფლიო სამეცნიერო ფორმუში მონაწილეობის მისაღებად


ამა წლის 17-21 აგვისტოს, ისრაელში (ქ. იერუსალიმი), ნობელის პრემიის ლაურეატის როჯერ კრონბერგის ინიციატივით ტარდება მსოფლიო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი მეცნიერები და ნობელის პრემიის ლაურეატები.
ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:

-    მაღალი აკადემიური  მოსწრება;
-    ასაკი 21 წლამდე (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით);
-    ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია და წერა);

წარსადგენი დოკუმენტების სია:

1.    სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2.    CV (ინგლისურ ენაზე);
3.    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
4.    პასპორტის ასლი;

საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი 108, 13 მაისის ჩათვლით დღის 12:00 სთ-მდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ინგლისურ ენაზე გასაუბრების შედეგად.

Print

« იხ. ყველა სიახლე