ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-19

„იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“

2016 წლის 21-25  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება „იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“ . სკოლა ტარდება  საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით.პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება  21 დეკემბერს,  10:00 საათზე თსუ  I კორპ, აუდიტორია #115-ში,  ი. ჭავჭავაძის გამზირი №1.

სკოლა განკუთვნილია საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის  ან მომიჯნავე მიმართულებებით.   
 
სეზონური სკოლის  მიზანია იმუნოლოგიური კვლევის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური  ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული  კურსის გავლის გზით,  ხელი შეუწყოს საქართველოში იმუნოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და მომავალ მკვლევართა პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას, სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.

სეზონური სკოლი ფარგლებში 40 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს და მათგან 20 სტუდენტი დაეუფლება იმუნოლოგიური კვლევის პრაქტიკულ მეთოდებს. სკოლის მსმენელები არიან თსუ-სა  და სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ) და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).

სკოლის მოწვეული ლექტორები ძირითადად  თსუ იმუნოლოგიის კათედრის კურსდამთავრებულები არიან,  რომელთა ნაწილი უცხოეთში მოღვაწეობს, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში:  აგასტას უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლა (გერმანია), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ), ბურგუნდიის უნივერსიტეტი (საფრანგეთი).

სკოლის ფარგლებში ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება  21-25 დეკემბერს თსუ XI კორპუსის აუდიტორიებში, იმუნოლოგიის ლაბორატორიასა და ვივარიუმში (უნივერსიტეტის ქ. 13).

Print

« იხ. ყველა სიახლე