ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-11-06

თსუ გუნდების წარმატება პროგრამირებაში სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში


2012 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა პროგრამირებაში სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალის რეგიონალური ტური. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს  10 უმაღლესი სასწავლებლის 48 გუნდი. თბილისში ღონისძიებას მასპინძლობდა  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ხოლო ბათუმში  - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეოთხედ ფინალში გამარჯვება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #2 გუნდმა  ბექა ბარბაქაძეს, ნიკოლოზ გაბისონიას, ზურაბ კუციას შემადგენლობით, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი.

საერთო ჯამში, პირველი 4 პოზიციიდან ჩვენი უნივერსიტეტის გუნდებმა სამი დაიკავეს. ადგილები ასე განაწილდა:

1) Tbilisi SU #2 - ბარბაქაძე, გაბისონია, კუცია
2) FreeUni #1 - ბარბაქაძე, ლაკირაბაია, მაჭავარიანი
3) Tbilisi SU #1 - ამბროლაძე, ისაკაძე, შავგულიძე
4) Tbilisi SU #6 - დოლიაშვილი, ნებულიშვილი, რუხაია

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა აგრეთვე თსუ გუნდმა Tbilisi SU#11 (ლაცოშვილი, ლორთქიფანიძე, ჩიკვინიძე). ნახევარფინალი 2 დეკემბერს გაიმართება.

შეჯიბრის სრულ შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ  აქ


Print

« იხ. ყველა სიახლე