ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-23

კონკურსი მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის „ისრაელის მსოფლიო სამეცნიერო კონფერენცია 2015“-ში მონაწილეობის მისაღებად


ამა წლის 15-20 აგვისტოს ისრაელში (ქ. იერუსალიმი), ნობელის პრემიის ლაურეატის როჯერ კრონბერგის ინიციატივით ტარდება მსოფლიო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი მეცნიერები და ნობელის პრემიის ლაურეატები.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

დეკანის ბრძანება

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:


კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა: 2015 წლის 27 აპრილიდან  2015 წლის 5 მაისის  16 საათამდე.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების თარიღი:   6 მაისი.
გასაუბრების განრიგი კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.

საბუთების წარდგენა: თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი #108.



Print

« იხ. ყველა სიახლე