ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-18

ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ინფორმატიკაში


ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ორწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამაზე ინფორმატიკაში 2015 წლის შემოდგომის სემესტრისათვის:
http://hci.tlu.ee/apply/admission-requirements/

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე სტუდენტებს და მაგისტრატურის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვთ საქართველოში. სწავლის პერიოდი:  2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივნისამდე.

გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს 400€ ყოველთვიურად სტიპენდიის სახით (10 თვე სწავლის პირველი წლისათვის და 10 თვე სწავლის მეორე წლისათვის სექტემბერი - ივნისის განმავლობაში). დაზღვევის, საცხოვრებლისა და ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო ხარჯები უნდა დაფაროს თავად სტუდენტმა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ, შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთონ დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე:
http://hci.tlu.ee/apply/application-procedure/  

დამატებითი ინფორმაცია:
•    ინფორმაცია მოთხოვნილ ენის საერთაშორისო  სერთიფიკატზე:
http://www.tlu.ee/en/studies/Admissions-2014/Application-procedure/Proof-of-English-Proficiency
•    ინფორმაცია ტალინის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებ:
http://hci.tlu.ee/courses/curriculum/;
http://www.tlu.ee/en/studies/Exchange-Studies/Exchange-Courses  


Print

« იხ. ყველა სიახლე