ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-23

ARMAZEG - მინი ვორკშოპი - ელექტრონული სწავლება და მათემატიკა

ხუთშაბათს 29 ივნისს 10:00 სთ-ზე თსუ XI კორპუსის 421 აუდიტორიაში ჩატარდება ARMAZEG - მინი ვორკშოპი - ელექტრონული სწავლება და მათემატიკა .

განათლების თანამდეროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება სასწავლო პროცესში  წარმატებული უცხოური უნივერსიტეტების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ტემპუსის პროექტ ARMAZEG-ის ფარგლებში  დაგროვდა გარკვეული დადებითი გამოცდილება სასწავლო პროცესში  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების მიმართულებით.  აღნიშნული ვორკშოფი მიზნად ისახავს ამ გამოცდილების გაზიარებას და სავარაუდო სამომავლო პერსპექტივების განხილვას.

მომხსენებლები:

თ.კოპალიანი (ფუქციონალური ანალიზი),
ი.თავხელიძე (მათემატიკის ელემენტები),
თ.დავითაშვილი  (სან დიეგოს გამოცდილება),
ნ.ტყეშელაშვილი (მუდლი და ინსტრუმენტები, მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა ),
რ.ბოჭორიშვილი (რიცხვითი ანალიზი).

 
Print

« იხ. ყველა სიახლე