ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-28

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის მეექვსე ქართულ- გერმანული სამეცნიერო სკოლასა და ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კონკურსი

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ მეექვსე ქართულ-გერმანულ სამეცნიერო სკოლასა ვორკშოფში როგორც მსმენელმა და როგორც სასტენდო მოხსენების ავტორმა.

ქართულ გერმანული ათწლიანი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ბმულზე http://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp14/

სასტენდო მოხსენებასთან დაკავშირებით კონკურსის შესახებ შესახებ ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტებში.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში  ქართველი სტუდენტები იმყოფებიან იულიხის კვლევით ცენტრში სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად, სადისერტაციო ნაშრომის მოსამზადებლად ან კონკრეტული კვლევითი სამუშაოს შესასრულებლად.

უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ იულიხის კვლევითი ცენტრი არის სტარტეგიული პარტნიორი თსუ-თვის. ყოველწლიურად თსუ-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ იულიხის კვლევითი ცენტრის და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ერთობლივ კონკურსში. ყოველწლიურად მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის გამოყოფილია რამდენიმე ადგილი იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებისთვის. ამჟამად შესწავლის პროცესშია წარჩინებული დოქტორანტებისთვის  თსუ-ს და გერმანული უნივერსიტეტის ხარისხის მინიჭების საკითხი ერთობლივი ხელმძღვანელობის პირობებში.

მეექვსე ქართულ-გერმანულ სამეცნიერო სკოლასა და ვორკშოფში აქტიური მონაწილეობა შესაძლებლობას მოგცემთ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები და  წარმატების შემთხვევაში თქვენი განათლება და კვლევითი სამუშაო დაუკავშიროთ იულიხის კვლევით ცენტრს.


დეკანის ბრძანება

რეკომენდაციის ფორმა



Print

« იხ. ყველა სიახლე